სტატია
  1. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  2. მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 420 სამხედრო დაკარგა
  4. თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია
  5. „თუ ვისაუბრებთ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ შესაძლოა ისინი მოატყუონ"
  6. ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
  7. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  8. თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
"ირანი არ არის ნორმალური ქვეყანა. ირანს სათავეში გიჟები უდგანან და შანსი რომ ჰქონოდათ, ბირთვულ იარაღს უყოყმანოდ გამოიყენებდნენ"
სოც. მედია

"ირანი არ არის ნორმალური ქვეყანა. ირანს სათავეში გიჟები უდგანან და შანსი რომ ჰქონოდათ, ბირთვულ იარაღს უყოყმანოდ გამოიყენებდნენ"

„სამმა მსოფლიო კლასის ამერიკულმა გამანადგურებელმა (Destroyer) სულ ახლახან წარმატებით გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს. არცერთი ხომალდი არ დაზიანებულა, თუმცა უდიდესი ზიანი მიადგათ ირანელ თავდამსხმელებს. ისინი სრულად განადგურდნენ, მათთან ერთად კი არაერთი მცირე ნავი, რომელსაც მათი პრაქტიკულად განადგურებული ფლოტის ჩანაცვლებისთვის იყენებდნენ. ეს ნავები სწრაფად და ეფექტურად ჩაიძირა ზღვაში. ჩვენი ხომალდების მიმართულებით ისროლეს რაკეტები, რომლებიც მარტივად ჩამოვაგდეთ. ასევე გამოჩნდნენ დრონები, რომლებიც ჰაერშივე განადგურდნენ. ისინი ისე ლამაზად ჩაეშვნენ ოკეანეში, როგორც პეპელა ეშვება საკუთარ საფლავში!

ნორმალური ქვეყანა ამ ხომალდებს მშვიდობიანი გავლის საშუალებას მისცემდა, მაგრამ ირანი არ არის ნორმალური ქვეყანა. ირანს სათავეში გიჟები უდგანან და შანსი რომ ჰქონოდათ, ბირთვულ იარაღს უყოყმანოდ გამოიყენებდნენ, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა არასოდეს ექნებათ. ისევე როგორც დღეს დავამარცხეთ ისინი, მომავალში ბევრად უფრო ძლიერად და ძალისმიერად გავანადგურებთ, თუ სწრაფად არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას! ჩვენი სამი ხომალდი, თავისი საუცხოო ეკიპაჟით, ახლა კვლავ შეუერთდება საზღვაო ბლოკადას, რომელიც ჭეშმარიტი „ფოლადის კედელია“ - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.