სტატია
  1. თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო - სწორი ადგილი განათლებისთვის
  2. თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
  3. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  4. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
  5. მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  6. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  7. მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
  8. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 420 სამხედრო დაკარგა
"იმის გამო, რომ ეს ქმედება არც ძალადობაა და არც ძალადობის მუქარა, ხულიგნობა არ არის - არც სისხლის სამართლის დანაშაული“ - გიორგი კაპანაძე
საზოგადოება

"იმის გამო, რომ ეს ქმედება არც ძალადობაა და არც ძალადობის მუქარა, ხულიგნობა არ არის - არც სისხლის სამართლის დანაშაული“ - გიორგი კაპანაძე

სისხლის სამართლის კოდექსი:

"მუხლი 239. ხულიგნობა

1. ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,..."

იმისათვის, რომ ხულიგნობის შემადგენლობა განხორციელდეს, ქმედება არა მხოლოდ უხეშად უნდა არღვევდეს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავდეს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი, არამედ, იგი, ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. 

ე.ი. თუ ამ კომპონენტებიდან: 1. საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. 2. ძალადობა (ან ძალადობის მუქარა) ქმედება რომელიმეს არ შეიცავს, იგი ხულიგნობად ვერ დაკვალიფიცირდება.

ახლა, კითხვა: სად არის აქ ძალადობა? ვისზე ძალადობს ამ კადრში ახალგაზრდა ქალი? მოძრავ ნივთზე? უსულო საგანზე?

შესაბამისად, იმის გამო, რომ ეს ქმედება არც ძალადობაა და არც ძალადობის მუქარა, ხულიგნობა არ არის - არც სისხლის სამართლის დანაშაული“ - წერს ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.