სტატია
  1. Beyond Taste - Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში
  2. "ჩემი კურსი რომ გაგრძელებულიყო დღეს ჩვენ სინგაპურზე უკეთესი რეპუტაცია გვექნებოდა.“ - მიხეილ სააკაშვილი
  3. „საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას, როგორც ეს ევროპარლამენტს სურს"
  4. „დღევანდელი საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ კიევში ერთ მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშეა"
  5. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ მოლდოვამ დსთ-დან გამოსვლის პროცესი დაიწყო
  6. "ევროკავშირი კვლავ მზადაა გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან და სხვა მოკავშირეებთან"
  7. „მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“
  8. ცნობილი ხდება, რომ ე.წ. შეწყალების აქტი უახლოეს საათებში გამოქვეყნდება
„გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
ბიზნესი

„გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“

ზამთარში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ყინული გზაზე რისკებს ზრდის, ამიტომ აუცილებელია დროული მომზადება იმისთვის, რომ ავტომობილით გადაადგილება ნებისმიერ ამინდში უსაფრთხო იყოს. მათ შორის, მნიშვნელოვანია აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა. ზამთარი რომ უსაფრთხოდ „გადააგოროთ“, „თეგეტა მოტორსი“ დეკემბრის ბოლომდე აკუმულატორების სრულ ასორტიმენტსა და ანტიფრიზზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსში კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის გერმანული ბრენდის Varta-ს აკუმულატორები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობებს აერთიანებს, როგორებიცაა ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა. მსოფლიოს ლიდერი საავტომობილო კომპანიები სწორედ Varta-ს აკუმულატორებს იყენებენ საკუთარი ავტომობილების წარმოებისას. „თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორები დ მაღალი ხარისხის ანტიფრიზებიც დახვდება, რაც ზამთრის სეზონზე ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფილიალებში მოსულ მომხმარებელს კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში“.

ზამთრის პერიოდში სწორედ ავტომობილის აკუმულატორი განიცდის განსაკუთრებულ დატვირთვას და მისი სიმძლავრე მნიშვნელოვნად მცირდება. თუ აკუმულატორი უკვე მოძველებული ან დაზიანებული, ცივ ამინდში შესაძლოა, ძრავა არ დაიქოქოს. დროული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა კი ხელს უშლის უსიამოვნო სიტუაციებს გზაზე, ზოგავს დროსა და ფინანსებს.

ზამთარში ძრავის დაცვაში კრიტიკულ როლს ასრულებს ანტიფრიზი (გამაგრილებელი სითხე). ის იცავს სისტემას გაყინვისა და კოროზიისგან. რესურსამოწურული ანტიფრიზი კარგავს თვისებებს, რის გამოც ძრავ შეიძლება გადახურდეს ან პირიქით - არ მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. რეგულარული შემოწმება და დროული შეცვლა კი უზრუნველყოფს ძრავის ხანგრძლივ მუშაობას.

„თეგეტა მოტორსის“ გზავნილი - „გადააგორე ზამთარი“ - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრევენციის მნიშვნელობას: დროული შემოწმება და მომზადება ცივ სეზონზე მშვიდი და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, ზამთარში ავტომობილი სეზონისთვის შესაბამისად აღჭურვონ. „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ფილიალებში მისული მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორის მდგომარეობისა და ანტიფრიზის შემოწმებას.

--

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.