სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს რუსული ჩარევა"
სოც. მედია

"ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს რუსული ჩარევა"

„ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოლაპარაკებების ჯგუფი იმ დოკუმენტებსა და წინადადებებზე, რომლებმაც მომავალ შეხვედრებზე შედეგი უნდა გამოიღოს. მთავარია, რომ პარტნიორებიც ისევე იყვნენ განწყობილნი, როგორც ჩვენ უკრაინაში: მშვიდობა აუცილებელია, ხოლო უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია იმისთვის, რომ მშვიდობა შენარჩუნდეს და რუსებმა ვერ დაარღვიონ შეთანხმებები ამა თუ იმ დარტყმით, თუ თავიანთი ჰიბრიდული ოპერაციებით.

ახლა ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს რუსული ჩარევა და როგორი შეიძლება იყოს რუსული დესტაბილიზაციის ოპერაციები. ყველა ხედავს, რას სჩადიან რუსი მკვლელები, რუსული რაკეტები და რუსული დრონები. ამისგან დაცვა და უსაფრთხოების გარანტირება საგრძნობი უნდა იყოს და საფუძველი ჩაუყაროს ხანგრძლივ მშვიდობას.

გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოებას ალტერნატივა არ აქვს. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენას ალტერნატივა არ აქვს" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყოველდღიურ  ვიდეომიმართვაში.