სტატია
  1. აზერბაიჯანი მზად არის, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას გაზი მიაწოდოს.
  2. ლიეტუვის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ემზადება რომ NATO-ს ყალბი უკრაინული დრონით დაესხას თავს
  3. "ეკატერინგბურგთან რუსული დრონების ქარხნის ხელმძღვანელის ავტომობილი ააფეთქეს. ვლადიმირ ტკაჩუკი მძიმედ დაშავდა, მისი მძღოლი კი მოკვდა"
  4. „საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო - ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
  5. "ბალისტიკური რაკეტების გადამჭრელი სისტემები იმ ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენდა, რომლებიც დღეს დაიღუპნენ"
  6. რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო შენაერთი განთავსდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს
  7. "24 საათის განმავლობაში განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 1 824 სამიზნე"
  8. თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ევროპარლამენტის წევრმა მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინა.
საზოგადოება

ევროპარლამენტის წევრმა მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიენემ სინდისის პატიმარი, მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიაზე წარადგინა.

„ჟურნალისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან, ევროპული ღირებულებების ნამდვილი სიმბოლოები გახდნენ. სწორედ ამას წარმოადგენს სახაროვის პრემია. მზია ამაღლობელისა და ქართველი ხალხის კანდიდატურა ყველა მთავარი 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ იქნა წარმოდგენილი. ეს ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მხარს უჭერს მზიას. მხოლოდ ორ დღეზე ნაკლებ დროში, ჩვენს ნომინაციას უკვე 66-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მალე წელი იქნება, მას შემდეგ, რაც ქართველები ქუჩაში ევროპული მომავლისთვის, ევროკავშირის დროშებით იბრძვიან. ისინი იმავე ბრძოლას იბრძვიან, რასაც უკრაინელები...

ჩვენი წამოყენებული კანდიდატურა სიგნალია მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რომელსაც სახაროვის პრემიის ლაურეატი ჯერ არ ჰყოლია. ეს წინადადება მნიშვნელოვანია მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. ჩვენთვის, ევროპისთვის, ამ რეგიონში დემოკრატიის განვითარება უმნიშვნელოვანესია. მზია ამაღლობელისა და საქართველოს პროდემოკრატიული საპროტესტო მოძრაობისთვის სახაროვის პრემია სიმბოლურ ჯილდოზე მეტი იქნება. საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის ამას ნამდვილი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის კი შეიძლება ეს ის საჭირო მუხტი გახდეს, რათა საბოლოოდ გავაკეთოთ მეტი იმის დასაცავად, რისთვისაც ისინი და ჩვენ ვიბრძვით“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა.