სტატია
  1. Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
  2. თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება - „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
  3. მზად მომავლისთვის - საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
  4. „არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  5. მართე გზავნილი შენი წესებით - მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი
  6. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 1 420 სამხედრო დაკარგა
  7. თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია
  8. „თუ ვისაუბრებთ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, მაშინ შესაძლოა ისინი მოატყუონ"
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიური ბანკია საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ამ ნომინაციაში გამარჯვებულად თიბისი უკვე მე-12-ედ დაასახელა. ჯილდო ბანკს EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გადაეცა, რომელიც ლატვიაში, რიგაში გაიმართა.

თიბისიმ აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის - TFP-ის - ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა.  პროგრამის ფარგლებში, EBRD პარტნიორ ბანკებთან ერთად საერთაშორისო ვაჭრობას უჭერს მხარს და ბიზნესებს გლობალურ ბაზრებზე საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება. პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ბანკებს, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად მუშაობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში. წელს EBRD-მა ყველაზე აქტიური ბანკის ნომინაციაში 22 ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი დააჯილდოვა.

„EBRD-ის ჯილდო თიბისისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ლიდერულ პოზიციას ბაზარზე. 45%-ზე მეტი წილით ვაჭრობის დაფინანსებაში პირველები ვართ, რაც ჩვენი მომხმარებლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობის შედეგია. 1000-ზე მეტ კლიენტს ვთავაზობთ თანამედროვე და მოქნილ ფინანსურ სერვისებს, რომლებიც მათ საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაში ეხმარება. ამ გზით, ხელს ვუწყობთ საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას და საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.