სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს"
საზოგადოება

„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს"

„დღეს შესრულდა 70 წელი იმ ტრაგიკული მოვლენიდან, როდესაც საბჭოთა ჯარმა ცეცხლი გაუხსნა თბილისში შეკრებილ მშვიდობიან მიტინგს, რომელიც ხრუშჩოვის ანტი-სტალინური პოლიტიკის საპასუხოდ გაიმართა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა მონაცემით, მსხვერპლი რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ადამიანამდე მერყეობს.

1956 წელს საქართველოს გასაბჭოებიდან 35 წელი იყო გასული. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ადრეული ბოლშევიზმის ხანა გვიანი სტალინური ნაციონალიზმის პოლიტიკამ შეცვალა, რამაც ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა გარემოსთან ინტეგრირებული ეროვნული თვითშეგნება დაბადა. სტალინის სიკვდილის შემდეგ "ბელადის" საწინააღმდეგო პოლიტიკის გახმიანებამ ყველაზე დიდი რეაქცია საქართველოში გამოიწვია. მოსახლეობის უმრავლესობამ ახალი პოლიტიკა ეროვნული თავმოყვარეობის შელახვად აღიქვა.

9 მარტი იყო სოციალისტურ ბანაკში პირველი მასშტაბური გამოსვლა საბჭოთა სისტემის შიგნითვე და მის წინააღმდეგ. შემდეგ იყო პოზნანი, ბუდაპეშტი, პრაღა და ა.შ. ამ დღესვე, პირველად მრავალი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გაისმა დამოუკიდებლობის მოთხოვნა.

35 წელი დამოუკიდებლობის დაკარგვიდან და კიდევ 35 წელი დამოუკიდებლობის აღდგენამდე. 1991 წლის შემდეგაც უკვე 35 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ეს ისტორიული მოვლენა თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ ქართველი, ნებისმიერ დროსა და პირობებში, ნებისმიერი იმპერიისა თუ უცხო ძალის ზეგავლენის მდგომარეობაში, თავის იდენტობას არ ივიწყებს. ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მუდმივია და ეს ბრძოლა არასოდეს შეწყდება.

ნათელი დაადგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა სულებს!“- შალვა პაპუაშვილი.