სტატია
  1. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  2. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  3. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  4. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  5. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
  6. საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
  7. უკრაინელებმა რუსეთში, ტულის ოლქში, ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
  8. სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
"დეფორმა ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს ყოველგვარ შანსს ართმევს განვითარებაზე და წირავს მათ არაკვალიფიციური სამუშაოსთვის"
სოც. მედია

"დეფორმა ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს ყოველგვარ შანსს ართმევს განვითარებაზე და წირავს მათ არაკვალიფიციური სამუშაოსთვის"

"ამ ქვეყანაში 17-18 წლის ასაკში, თუ ახალგაზრდა რაღაც არაჩვეულებრივად, გამორჩეულად ნიჭიერი არ არის, მისი ინტელექტუალური მომზადების დონე ძირითადად ასახავს ოჯახის ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურულ დონეს. საჯარო სკოლა მას უმეტესწილად ბევრი ვერაფრით ეხმარება, ხოლო კერძო სკოლა ისევ ოჯახის სტატუსის ანარეკლია.

ზუსტად ამ ასაკის მერე ეძლევა მას საშუალება, როგორც ზრდასრულს, თავისი ძალებით, დამოუკიდებლად დააღწიოს თავი ამ შეზღუდულობას და მიაღწიოს უფრო მეტს. 99% ამას აღწევს უნივერსიტეტის გავლით.

ეს ახალი - ყველაზე ცუდი აზრით "ელიტისტური" - დეფორმა ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს ყოველგვარ შანსს ართმევს განვითარებაზე და წირავს მათ არაკვალიფიციური სამუშაოსთვის.

თან ეს არ ეხება მხოლოდ დასაქმების შანსს - საქმე ეხება სამოქალაქო, კულტურულ, ადამიანურ განვითარებას, რომელთა გარეშეც არ არსებობს ცივილური საზოგადოება და ცივილური ადამიანი.

მიზანი არის პირუტყვების ჯოგის ყოლა განვითარებული ადამიანების საზოგადოების მაგივრად.

ძალიან მეეჭვება, რომ ეს მიიღოს უკვე საკმარისად განვითარებულმა და ძალიან დიდი კულტურული ისტორიის მქონე საზოგადოებამ" - წერს ილიაუნის პროფესორი გიგა ზედანია სოციალურ ქსელში.