სტატია
  1. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  2. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  3. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  4. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  5. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  6. Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
  7. მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
  8. თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ჩვენ არ დავდებთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს
მსოფლიო

ჩვენ არ დავდებთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს

"ირანი მართლაც დომინოს პირველი ქვა იქნებოდა, რომელიც მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების რბოლას წამოიწყებდა. მგონია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაწყოთ ის ურთიერთობა, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის 47 წლის განმავლობაში არსებობდა. სწორედ ამის გაკეთება გვთხოვა პრეზიდენტმა და ამაზე მუშაობას განვაგრძობთ, მაგრამ ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. ჩვენ არ დავდებთ შეთანხმებას, რომელიც ირანელებს ბირთვული იარაღის ფლობის საშუალებას მისცემს.

ირანი ძალიან რთული ქვეყანაა. ზოგჯერ ირანის გუნდის მოლაპარაკების პოზიცია ბოლომდე ნათელი არ არის. ზოგჯერ რთულია იმის გარკვევა, ზუსტად რისი მიღწევა სურთ მოლაპარაკებების შედეგად... რუსეთის მიერ გამდიდრებული ირანული ურანის ფლობა ამჟამად ჩვენს გეგმაში არ შედის. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი გეგმა. არ ვიცი, საიდან მოდის ამის შესახებ ინფორმაცია...

სამწუხაროდ, ცეცხლის შეწყვეტა ხშირად სრულყოფილი არ არის, მაგრამ ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას ვხედავთ. პრეზიდენტმა გვთხოვა, რომ ირანელებთან მოლაპარაკებები აგრესიულად ვაწარმოოთ. არსებობს ვარიანტი B, რომლის მიხედვითაც შეგვეძლო სამხედრო კამპანიის განახლება და ამერიკის მიზნების მიღწევა. ეს არ არის ის, რაც პრეზიდენტს სურს. მგონია, რომ ეს არც ირანელებს სურთ“ - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.