სტატია
  1. მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
  2. საქართველოს AI ნაკრები ცნობილია - ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
  3. უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობბაზა დაბომბეს
  4. მოსკოვის თავზე უკრაინული დრონები დაფრინავენ
  5. „თუ უკრაინა ბელარუსზე თავდასხმას ისევე დაიწყებს, როგორც რუსეთზე თავდასხმებს ახორციელებს, ჩვენ ძალიან მოწყვლადები ვიქნებით"
  6. კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
  7. Tbilisi Open Air - ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება
  8. UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიება აშშ-ის ჰიმნითა და საჰაერო შოუთი გაიხსნა
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს
ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს

ფრანგული არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel, ოფიციალურად განსაკუთრებულმა სტუმრებმა, მისმა შემქმნელებმა და დამფუძნებლებმა PSP-ს გუნდთან ერთად, 29 ოქტომბერს გააცნო “რესპუბლიკაში” შეკრებილ საზოგადოებას.

Puressentiel - ფრანგული ხარისხის, ინოვაციისა და ეკოლოგიურობის სინონიმია. ბრენდის, რომელმაც გააერთიანა მეცნიერება და ბუნების შესაძლებლობები, წარდგენის ღონისძიებას ექიმები, სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროს ექსპერტები, ინფლუენსერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

“ფურესენშელის” დამფუძნებლებმა და შემქნელებმა თავად წარუდგინეს სტუმრებს ბრენდის ისტორია, ინსპირაცია, ინოვაციები და ფილოსოფია, როგორ გადაიქცა ოჯახური ინიციატივა გლობალურ წარმატებად და რატომ არის დღეს Puressentiel აღიარებული არომათერაპიის ნომერ პირველი ბრენდი ევროპაში.

ასევე, საინტერესოდ ისაუბრეს ეთერზეთების სამკურნალო და პრევენციულ თვისებებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ბრენდის ღირებულებებზე - Natural, Commitment, Perfomance - ბუნებრივი, სანდო, ეფექტური. ღონისძიების სტუმრებს მიეცათ  უნიკალური შესაძლებლობა პირადად გაცნობოდნენ ბრენდის შემქმნელებს, დაესვათ კითხვები და მეტი გაეგოთ მეცნიერების და ბუნების სინთეზის ინტეგრაციის ეფექტურობაზე სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.

”ფურესენშელის” თანადამფუძნებელი და პროდუქციის შემქმნელი იზაბელა პაკიონი (Isabelle Pacchioni) ფრანგული არომათერაპიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. მას ეკუთვნის ბრენდის ფილოსოფიის მთავარი იდეა -„Nature Has the Power“. იგი ხელმძღვანელობს პროდუქტის შემოქმედებით განვითარებას და თავად ქმნის ფორმულებს, რომლებიც აერთიანებს ეთერზეთების სამკურნალო თვისებებს და თანამედროვე მეცნიერებას.

Puressentiel Group პრეზიდენტი მარკო პაკიონს (Marco Pacchioni) ბრენდის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას მართავს. მისი ხელმძღვანელობით Puressentiel წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში და იქცა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიად არომათერაპიის მიმართულებით.

როკო პაკიონი (Rocco Pacchioni), Puressentiel-ის აღმასრულებელი დირექტორი, ოჯახის ხედვის გამგრძელებელი და ბრენდის ციფრულ სტრატეგიის, კომუნიკაციებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელია.

საფრანგეთში 2005 წელს იზაბელა და მარკო პაკიონებმა დააარსეს ბრენდი, რომელიც არომატერაპიის ლიდერო მსოფლიოს 70 ქვეყენაში. “ფურესენშელის” პროდუქტები ინოვაციური გამოშვების ფორმებით და არომათერაპიული ფორმულებით დაფუძნებულია 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივ ეთერზეთებზე.

PSP ფარმას და Puressentiel-ს შორის პარტნიორობა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე, მსოფლიო დონის არომათერაპიული ბრენდის მრავალფეროვან პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის პირველ პრეცედენტს ქმნის.

პროდუქციის სრული ასორტიმენტი ექსკლუზიურად PSP სააფთიაქო ქსელშიa ხელმისაწვდომი, რაც კომპანიის მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს ბუნების ძალა მაღალი ხარისხის არომათერაპიულ პროდუქტებში.