სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
"ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება" - პაპუაშვილი "დროაზე", "გირჩი მეტი თავისუფლებაზე", "სტრატეგია აღმაშენებელზე" და "ფედერალისტებზე"
პოლიტიკა

"ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება" - პაპუაშვილი "დროაზე", "გირჩი მეტი თავისუფლებაზე", "სტრატეგია აღმაშენებელზე" და "ფედერალისტებზე"

"ჩვენი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილი არ იქნება არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა, რაც დღევანდელი მდგომარეობით რელევანტური იქნებოდა მხოლოდ პარტია ლელოს სახელით საკრებულოებში გასულ 59 წევრთან დაკავშირებით. ამით გვსურს პატივი ვცეთ მათ ამომრჩევლებს.

 ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა „ელენე ხოშტარია - დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“, რომლებიც სინამდვილეში „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ შემადგენლობაში არიან, თუმცა, ფორმალურად, დამოუკიდებელ პარტიებადაც არიან რეგისტრირებული, აგრეთვე „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები.

თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.