სტატია
  1. მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  2. განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
  3. AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
  4. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  5. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  6. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  7. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  8. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
AI და მომავლის უნარები - GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა
ბიზნესი

AI და მომავლის უნარები - GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა

 

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია - GAIA Meetup დაიწყო. რომლის ფარგლებში 25 ოქტომბერს Meetups Horizons-ის პირველი შეხვედრა გაიმართა.

Meetups შეხვედრები რეგულარულად იმართება და შეკრებების მიზანია მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ინსპირაცია და პრაქტიკული იდეების გაცვლა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს AI ტექნოლოგიები ბიზნესში, ადამიანებმა კი შეძლონ სწორი კომპტენეციების განვითარება სწრაფად ცვალებად პერიოდში. 

GAIA-ს მითაფები ორ ფორმატში ტარდება - Tech და Horizons. Horizons-ის ყოველთვიურ მითაფებზე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის AI მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია AI-ის მიმართულებით.

GAIA Meetups Horizons პირველ შეხვედრაზე InSource-ის მმართველი პარტნიორი, მედეა ტაბატაძემ ისაუბრა  AI-ის როლზე თანამედროვე სამყაროში, შრომის ბაზარზე და პროფესიებში და იმ უნარებზე,  რომელიც მომავალში კარიერული თუ პიროვნული წარმატებისთვისაა საჭირო.

„ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ინსტრუმენტი -  ეს არის ცვლილება და შესაძლებლობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა სფეროზე. მნიშვნელოვანია, ადამიანები იყვნენ ღია ახალი ცოდნისადმი და შეძლონ სწორი უნარების განვითარება, რათა AI-ის შესაძლებლობები პირად და პროფესიულ განვითარებაში გამოიყენონ. Meetups Horizons სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გააღვიძოს ინტერესი, გაზარდოს ცნობიერება და მისცეს მონაწილეებს პრაქტიკული ხედვა მომავლისკენ“ - მედეა ტაბატაძე.

GAIA-სთან თანამშრომლობით, თიბისი აგრძელებს იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას. ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი.