სტატია
  1. მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  2. თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი
  3. პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
  4. The Independent-ის ცნობით, რუბიო თანამდებობის დატოვებას 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვისა და ტრამპის პოლიტიკისგან დისტანცირების მიზნით გეგმავს
  5. XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  6. თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
  7. კორეული პრემიუმ ბრენდი - Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
  8. „საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
AD BLACK SEA  ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა
ბიზნესი

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

AD BLACK SEA  ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

წლევანდელ ფესტივალზე თიბისიმ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის:

წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისიმ წარადგინა ნომინაცია Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებითი ახალგაზრდა დააჯილდოვა. ადგილობრივი ჟიურის წევრებმა - ეკა ყიფიანმა (კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი), მაკუნა თავბერიძემ (თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი) და ბაჩო მებურიშვილმა (ენკენი ფილმსის თანადამფუძნებელი) - Young Creative ნომინაციაში გამარჯვებულად ნანუკა ნინიძე დაასახელეს. ნანუკა კრეატიული სააგენტო Playmakers-ს წარმოადგენს, მან ეს ჯილდო თიბისის საახალწლო აქტივაციისთვის - #საქართველოსვუსურვებ მოიპოვა.

 

ფესტივალმა უმასპინძლა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართა. მათ შორის იყო შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbulb-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. AD BLACK SEA-ის ფესტივალი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!