2 0 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს დასახვედრად, უელსმა “ქუდზე კაცს” უხმო!

ჩამოტვირთვა

ხვალ, 27 მარტს, თბილისის დროით 22.00 საათზე ბრიტანულ ტურნეში მყოფი საქართველოს რაგბის “ა” ნაკრები თავის მეორე შეხვედრას ჩაატარებს - ქართველთა მეტოქე ამჯერად უელსის პრემიერ დივიზიონის კლუბების ნაკრები იქნება. მატჩი უელსის დედაქალაქ კარდიფიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე პატარა ქალაქ ბრიდგენდის სტადიონ “ბრევერი ფილდზე” გაიმართება, რომელიც 8 ათას ადამიანს იტევს. უელსელები სერიოზულად ემზადებიან მათთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ტესტისათვის - ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საიმონ კინგმა ლიგის 25 საუკეთესო მორაგბე შეკრიბა, საიდანაც საბრძოლო რაზმს შეარჩევს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს “ა” ნაკრებმა ტურნეს პირველ შეხვედრაში 21 მარტს ინგლისური მე-2 დივიზიონის კლუბი “ეშერი” დაამარცხა 25:8.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები