2 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.

 

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.

 

„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო“, - ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.

 

„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

 

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:46

    მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი...

    2022 წელს “თიბისი დაზღვევა” პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელმაც ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა დაამატა. დღეისთვის ამ დაფარვით სარგებლობა ჯანმრთელობის...

  • 12:15

    რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით...

    ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.   გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მო...

  • 17:33

    თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნ...

    „Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa-ს და Kovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლა...

  • 17:26

    გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოზე რეგისტრაცია 24 მაისამდე ...

    თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომლის მიზანია როგორც წარმატებული ქალების აღიარება ტექ სფეროში, ისე იმ პროგრამებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა, რომლებიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექ...

  • 16:38

    ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები - პრემია „ე...

    14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დ...

  • 15:41

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულე...

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მ...

  • 12:11

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართვე...

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქ...