2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ქართული ფილმოგრაფია და უკვდავი კინოროლები

ჩამოტვირთვა

,,მონანიება''; ,,ჯარისკაცის მამა''; ,,უძინართა მზე"; ,,ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი''; ,,ფესვები''; ,,დიდი მწვანე ველი''; ,,ფიროსმანი''; ,,ქუჩის დღეები''; ,,ნაძვის დღე'' და ,,არაჩვეულებრივი გამოფენა''.... ეს ის კინოშედევრებია , რომლებიც ყველაზე დიდმა კინოპორტალმა ,,IMDB'' ყველა დროის ათ საუკეთესო ქართულ ფილმად დაასახელა. ეს გენიალური ინდუსტრია კი საქართველოში 1908 წელს დაიბადა და ყველა ქართველი, ქართული კინოს ოქროს თარიღისთვის ვასილ ამაშუკელს უნდა უხდიდეს მადლობას, რადგან სწორედ მან გადაიღო პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი. წლების განმავლობაში ქართული კინო იხვეწებოდა და საპატიოდ დაიკავა საპატიო ადგილი, როგორც საბჭოთა, ასევე მსოფლიო კინომატოგრაფიაში, დღეს კი ქართული ფილმები მსოფლიოს ოქროს ფონდის ნაწილია. იტალიელი გენია ფედელიკო ფელინი ქართულ კინოზე ამბობდა : ,ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია" 1928 წელს ეკრანებზე გამოვიდა პირველი ქართული მხატვრული ფილმი ,,ქრისტინე'', რომელიც გერმანე გოგიტიძის დაუღალავი შრომის შედეგად მოევლინა დღის შუქს. ამის შემდეგ უკანა პლანზე იწევს, მანამდე გაბატონებული დოკუმენტური ჟანრი და ფართო ასპარეზს მატვრულ კინოს უთმობს, რომლის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს მიხეილ კალატოზიშვილმა, მიხეილ ჭიაურელმა, კოტე მიქაბერიძემ, ნიკოლოზ შენგელაიამ და რათქმაუნდა კოტე მარჯანიშვილმა. ოროცდაათიანი წლებიდან ქართულმა კინომ ახალ დონეზე აინაცვლა . ბევრი ფილმი საბჭოთა ცენზურას შეენაცვლა, თუმცა საბჭოთა დაფინანსებით იქმნებოდა ბევრი შედევრი. ამ დროისთვის გამოჩნდნენ ელდარ და გიორგი შენგელაიები. შემდგომი ათწლეული კი ქართულ კინოში საბჭოთა ცენზურის წინააღმდეგ ფარული ბრძოლა და საპროტესტო ფაბულის მატარებელია. ამას დისიდენტურ კინოსაც უწოდებენ. სწორედ ეს ხანა ითვლება ქართული კინოს აღორძინების ხანად. ამ პერიოდიდან კინო, საქართველოში სტაბილურად ვითარდებოდა. მალე საბჭოთა კავშირის ცენზურა გაქრა და თან გაიყოლა თავისი ფულიც, გაქრა თვითონაც ბოროტების იმპერია. ოთხმოციანი წლები მეტად რთულია ხელოვანებისთვის და მთელი რიგი ნიჭიერი რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები ტოვებენ ქვეყანას. ოთხმოცდაათიანი წლები კი ისეთივე ბნელია ქართული კინოსთვის, როგორც თვითონ ქვეყნისთვის. ამ პერიოდში გამოდის ფილმების მინიმალური რაოდენობა და მათი უმეტესობა მდარე ხარისხის, სამოციანი წლების ტრადიციებსა და ღირსებას მოკლებული. მოგვიანებით 2005 წლიდან შეინიშნება მდგომარეობის შედარებით გამოსწორება. ჩანს ინტელექტუალური კინოს კეთების მცდელობები. მაყურებელი მეტ-ნაკლებად ბრუნდება ეკრანებთან. ქართული ფილმები გადიოდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ოსკარზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი ფილმი _ ,,შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი.'' კანზე კი უფრო უმართლებდა ქართულ კინოს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იმჟამინდელი სიტუაციის მიუხედავად რამდენიმე ქართულმა ფილმმა მოახერხა ოქროს პალმის რტოს დასაკუთრება. აღსანიშნავია ფაქტი, რომ უცხოელები საბჭოთა კავშირისგან ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ ფილმებს ყიდულობდნენ. როცა გაღიზინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა ფრანგებს უარი განუცხადეს ქართული ფილმების მიყიდვაზე საფრანგეთის წარმომადგენლება უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში არც ისინი გაყიდდნენ თავიანთ ფილმებს, თუნდაც ამას ეკონომიკურად ძალიან დიდი ზარალი მიეყენებინა ფრანგული კინომატოგრაფიისთვის, ამ გადაწყვეტილებამ საბჭოთა ხელისუფლება დათმობაზე წაიყვანა, რადგან ფრანგული კომედიები იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ეს ის მარგალიტებია, რომლებიც ქართულმა კინემატოგრაფიამ შემოგვინახა. სწორედ ამ ფილმებშია გაცოცხლებული თუ როგორ უყვარდათ მაშინ ,რა მოკრძალება, წონასწორობა, ზღვარგადაულახაობა ახასიათებდათ ჩვენს წინაპრებს ყველაზე ზღვარდაუდებელ სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი. ასეთი სიყვარული გაათენებდა ალბათ საქართველოში ყოველ ღამეს, ასეთი სიყვარული აანათებდა განთიადს. მერე ქუჩებში იხეტიალებდა ბეჭებში ოდნავ მოხრილი, ხორბლისფერი ფიროსმანი, გაყიდდა თავის ყველა ნახატს და ქალს, რომელიც რამდენჯერმე ენახა, დილას, ათი ურემი სისხლისფერი ვარდებით მიულოცავდა და ჩვეულებრივ დღეს დღესასწაულად უქცევდა. დიახ, აი ასეთია ჩვენი საგანძური, ქართული ფილმოგრაფია თავისი უკვდავი კინოროლებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები