1 9 : 1 5
 | 

საზოგადოება

სიახლე გლდანის შაურმის მოყვარულებს - მექსიკური სამზარეულო და მზარეული მექსიკიდან

ჩამოტვირთვა

18 მარტს გლდანში, ვასაძის ქუჩაზე "გლდანის შაურმის" ახალი ულტრათანამედროვე ფილიალი გაიხსნა. 

ამიერიდან, გლდანის შაურმის ახალ ფილიალში თქვენ შეძლებთ გასინჯოთ მექსიკური ბურიტო, ტაკოს, პამბაზოს და ფახიტასი, ხოლო 10 დღეში მექსიკური სამზარეულოს დაგემოვნებას საბურთალოს ფილიალშიც შეძლებთ. მექსიკური კერძები ეტაპობრივად ყველა ობიექტზე ჩაეშვება გაყიდვაში.

ახალი ფილიალი შაურმის მოყვარულებს სრულიად განსხვავებულ სივრცეს სთავაზობს - კომპანიის რებრენდინგის ფარგლებში იგი საბურთალოს ფილიალის მსგავსად ულტრათანამედროვე ინტერიერით გამოირჩევა. გარდა ამისა, კომპანია სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს, ამიერიდან, პირველად საქართველოში, გლდანის შაურმა გაძლევთ საშუალებას დააგემოვნოთ მექსიკიდან მოწვეული შეფმზარეულების მიერ მომზადებული უგემრიელესი, ნამდვილი მექსიკური კერძები.

მიმდინარე წელს კომპანია რებრენდინგის ფარგლებში ყველა ობიექტის ახალ სტანდარტებზე გარდაქმნას გეგმავს, ასევე ემატება სპეციალური შიდა საკურიერო მომსახურების და ხაზი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს მოქნილი და სწრაფი ადგილზე მიტანის სერვისით. 
"გლდანის შაურმის" ფილიალები განთავსებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და სულ ახალი ფილიალი გორშიც გაიხსნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები