0 2 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის - CUnicorn-ის - დემო დღე გაიმართა

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში,  სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე გაიმართა. სტარტაპერები დემო დღეზე ინდუსტრიის ექსპერტებისა და ინვესტორების წინაშე საკუთარი იდეებით წარდგნენ, ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს და პოტენციური პარტნიორები გაიცნეს.

 

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. 10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან, მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნო სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 

ღონისძიების განმავლობაში მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე - სტარტაპ ეკოსისტემის ევოლუცია. მოწვეული პანელისტები იყვნენ: კრის ბარი - US Mac-ის გენერალური დირექტორი; ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა BLC–ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩუგოშვილი - Phubber-ის თანადამფუძნებელი და გური ქოიავა - ინვესტორთა ქსელი Axel-ის და Startup Buro –ის თანადამფუძნებელი.

 

დემო დღეზე პირველი ადგილი სტარტაპ Rollycks-მა დაიკავა, მეორე ადგილი AI Farmer-მა, მესამე ადგილი კი  E-Flow-მ მოიპოვა.

 

ღონისძიებას მხარი დაუჭირეს: CrocoSquad, Gazelle Finance, Clevertone, VISA, PAYZE, PAVILION WINES, US Mac, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), AXEL, ბიზნეს ფორმულა და Startup Georgia.

 

CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექ. სტარტაპების მხარდაჭერა და მათი წახალისება. კომპანია მრავალი პროგრამითა თუ ღონისძიებით ეხმარება სტარტაპების განვითარებას, მაგალითად, თიბისის პროგრამა სტარტაპერი მიზნად ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერა ისახავს. სტარტაპერი ახალბედა ბიზნესებს სთავაზობს შეღავათიან სესხს, წვდომას საოპერაციო პროდუქტებზე, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, კონკურსებს, ღონისძიებებს, მარკეტინგულ თუ მედია მხარდაჭერას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:41

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულე...

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მ...

  • 12:11

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართვე...

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქ...

  • 16:35

    დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებ...

    თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად ...

  • 16:35

    „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება...

     „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...

  • 19:00

    ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლი...

    „პორშე ცენტრი თბილისმა“ ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო „პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომ...

  • 12:43

    „თეგეტა“ ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარ...

    „თეგეტა ჰოლდინგი“  სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მ...

  • 15:24

    თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყ...

    თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.  ...