1 6 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეხვედრა თიბისი კონცეპტში კურატორ მარიამ შერგელაშვილთან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 22 ივლისს 17:00 საათზე,  გამოფენის „ფიქრის ტრაექტორია” ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას კურატორ მარიამ შერგელაშვილთან.

 

შეხვედრაზე  მარიამი განიხილავს გამოფენის კონცეფციის განვითარების კვლევით პროცესს. ასევე, ისაუბრებს ვიზუალური სემიოტიკისა და ფილოსოფიის  იმ მიმართულებებზე, რომლებიც ურთიერთკავშირშია გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებთან.

 

მარიამ შერგელაშვილი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. 2017 წლიდან მუშაობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის პროექტების კურატორად. მისი კვლევის ინტერესია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა პრაქტიკის ანალიზი. მარიამი აქტიურად მუშაობს არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაზე მუზეუმებთან და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით კურატორული და თეორიული პრაქტიკის შესწავლით. იგი ორგანიზებას უწევს და კოორდინირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას, გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს.

 

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

 

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:41

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულე...

    Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისის მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი Technovation Girls საქართველოში უკვე მ...

  • 12:11

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული „ვოლვო ქარ საქართვე...

    „ქოლგა თბილისი ფოტოს“ კვირეული წელს უკვე 23-ედ გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცე ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქ...

  • 16:35

    დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებ...

    თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად ...

  • 16:35

    „ქოლგა თბილისი ფოტო“ იწყება...

     „ქოლგა თბილისი ფოტო“ წელს 23-ედ ჩატარდება და 14-19 მაისს, თბილისის სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეები, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს უმასპინძლებს. წლე...

  • 19:00

    ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლი...

    „პორშე ცენტრი თბილისმა“ ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო „პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომ...

  • 12:43

    „თეგეტა“ ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარ...

    „თეგეტა ჰოლდინგი“  სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მ...

  • 15:24

    თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყ...

    თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე - მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.  ...