0 3 : 2 9
 | 

ბიზნესი

დამტვერვის სეზონი სასტუმრო „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანში“.

ბაკურიანი ადგილმდებარეობის მიხედვით ერთერთი მნიშვნელოვანი სამთო კურორტია საქართველოში. სწორედ ამიტომ ბაკურიანს საგაზაფხულო დამტვერვის პერიოდში მედიკოსები განიხილავენ როგორც საუკეთესო დასასვენებელ ადგილს ქრონიკული ბრონქიტის, მსუბუქი და საშუალო ფორმის ასთმის, რაქიტისა და სისხლნაკლებობის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის. 

სწორედ  ამ ბუნებრივი რესურსების მაქსიამალურად გამოყენების საშუალებას იძლევა მრავალფუნქციური სასტუმრო „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“. სასტუმრო სთავაზობს სტუმრებს დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს, რათა  დაიმუხტონ ჯანსაღი ენერგიითა და შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები. 

სასტუმრო „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“ სულ რაღაც ოთხი თვეა რაც ფუნქციონირებს და უკვე მრავალ დამსვენებელს პოზიტიურად დაამახსოვრა თავი თავისი გამორჩეული დიზაინით, ჯანსაღი და გემრიელი საკვებით, მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმითა და სხვა მრავალფეროვანი ფუნქციური სერვისებით. სატუმრო მოიცავს 27 კომფორტულ და გამორჩეული დიზაინის მქონე ნომერს: Deluxe Twin Room ორ პერსონაზე, Deluxe King Room ორ პერსონაზე (+1), Femily Suite ოთხ პერსონაზე (+1) და Superior Suite ლუქსი, ორ პერსონაზე. ყველა ნომერი უზრუნველყოფილია კომფორტისთვის საჭირო ინვენტარით. 

აქ მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ დაივიწყონ პრობლემები და დატკბნენ სასტუმრო „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანში“ არსებული ყველა მომსახურებით ოთხივე სეზონზე; განიმუხტონ და აივსონ დადებითი ემოციებით, ისარგებლონ ყველა სერვისით, რასაც სასტუმრო სთავაზობს დამსვენებელს: კინო დარბაზში აირჩიონ ნებისმიერი ფილმი; განიტვირთონ თურქულ ან ფინურ საუნაში; განმარტოვდნენ დახურულ შიდა ეზოსა და ტერასებზე; სასტუმრო საფირში არსებული საკომფერენციო დარბაზში კი დაგეგმონ საქმიანი ვიზიტები, შეხვედრები, სემინარები და თათბირები; რაც შეეხეება ბავშვებს, ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ოთახი, სადაც ყველაფერია მათი უსაფრთხო გართობისთვის. 

სატუმროში ასევე ფუნქციონირებს Sapphire lounge-ი,  სადაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად დამსვენებლებს შეუძლიათ სასიამოვნო საღამოების გატარება ბარმენის მიერ  შექმნილი უგემრიელესი კოქტეილებისა და დიჯეის მუსიკის ფონზე. ამ საოცარ გარემოში მათ მოემსახურებათ პროფესიონალი მიმტანები და დააგემოვნებენ შეფ-მზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელეს კერძებს. 

ოჯახები, შეყვარებული წყვილები, მეგობრები ან უბრალოდ სამთო კურორტების მოყვარული ადამიანები სასურველი მოგზაურობისთვის მუდამ ოპტიმალურ ვარიანტებს ეძებენ. ბაკურიანი სწორედ ის ადგილია სადაც მათ საშუალება ეძლევათ ისუნთქონ სუფთა ჰაერი,  შეიგრძნონ ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება,  მოწყდნენ ყოველდღიურ რუტინას, არამხოლოდ ზამთარში, არამედ გაზაფხულის დღეებშიც. 

ეწვიე საფირს და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები!

სარეკლამო ადგილი - 46
850 x 250

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:06

    ქუთაისში ელექტრომობილების საწარმო აშენდება...

    Aigroup ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს 20 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი) ინდუსტრიული ჰოლდინგი  Aigroup ოფიციალურ პრეზენტაციას გ...

  • 16:19

    PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ...

    PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ ესენსს (Essence) შესთავაზებს. ესენსი ცნობილი გერმანული ჯგუფი „კოსნოვას“ წევრია, რომელიც გერმანიაში და ცენტრალურ ევროპაში გაყიდვებით (რაოდე...

  • 16:17

    საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამ...

    19 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანს...

  • 16:12

    პაშა ბანკი სპონსორობას Caspian Energy Forum Tbilis...

    პაშა ბანკი რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია. საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზებას კომპანია Caspian E...

  • 16:05

    საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ...

    18 ივნისი, 2019 - საქართველოს ბანკისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფორუმი გაიმართა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ფორუმზე განიხილეს ინფრასტრუქტურის დარგში არსებული სიახლეები, გამო...

  • 11:43

    საქართველოს ბანკის ჯგუფი (Bank of Georgia Group PL...

    18 ივნისი, 2019- საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის- extra.ge-ის   განვითარებაში ინვესტირება...

  • 13:10

    კახეთში თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ. ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირ...