1 6 : 3 6
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

21 მარტი, 2019 - საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ბანკი, მარტის ქალების თვედ გამოცხადებასთან დაკავშირებით ქალებისთვის ბიზნესში სპეციალური ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს და თავადაც უწევს ორგანიზებას ისეთ ღონისძიებებს, სადაც ხდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ქალებისთვის, მათთვის, ვინც უკვე ფლობს ან ახლა სურს ბიზნესის დაწყება.

ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ქალებისთვის გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰანა ლოიკანენი მასპინძლობდა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ბანკის მომხმარებლები, კერძოდ მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის,  მმართველი რგოლის წარმომადგენელი ქალბატონები. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მოწვეულ სტუმრებს გაუზიარა პირადად მისი 20 წლიანი გამოცდილება, ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიც არის:  ბიზნესსა და ეკონომიკაში ქალთა როლი და ის სირთულეები თუ გამოწვევები, რის წინაშეც დგებიან ქალები ბიზნესში. ქალებისთვის ბიზნეს სფეროში თავის დამკვიდრების სირთულეებსა და თავისებურებებზე საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და ახალგაზრდა მეღვინემ, ბაია აბულაძემ. 



საქართველოს ბანკი უკვე წლებია, ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას,  წამოიწყონ ახალი ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი,  დანერგონ ახალი მიმართულებები. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:58

    ბზა - ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სას...

    ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული   დღესასწაულია. აღინიშნება  აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა. მის...

  • 18:07

    საქართველოს ბანკის ორგანიზებით კონფერენცია- რეფორმ...

    17 აპრილი, 2019 -  საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. კონფერ...

  • 14:13

    „ფორბს საქართველოს“ მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“...

    Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენ...

  • 14:00

    როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა...

    თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად  და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. სააღდგომო სუფრის მორთვა-გაწყობა ერთგვარი სადღესასწაულო...

  • 13:04

    თიბისიმ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო....

    თიბისიმ თანამედროვე და მოქნილი სისტემის, ეჯაილის დანერგვა დაიწყო. ეჯაილი მუშაობის ახლებური მეთოდია, რომელიც გულისხმობს პროცესების გამარტივებას, ბიუროკრატიის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას. ეჯაილი...

  • 19:59

    საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება თქვენს ბავშ...

    საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილება თქვენს ბავშვებს გამოადგებათ როგორც აკადემიურ, ისე პირად ცხოვრებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მათ პიროვნულ განვითარებაში„ მშობლებისთვის, რომელთაც ყავთ 7 დან ...

  • 17:43

    შრიფტების კონკურსი „ქართული - ა“ იწყება...

    შრიფტების კონკურსი -  „ქართული - ა“  მეორედ  ჩატარდება. პროექტი, რომელიც თიბისი ბანკისა და დიზაინერ ზვიად ციკოლიას ინიციატივით ხორციელდება, მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტ...

×