0 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კობახიძე: „11 წელია საქართველოში უწყვეტი მშვიდობა გვაქვს"

„თავიდან გახსოვთ, რომ ცდილობდნენ, ამ ადამიანების ვიზიტის რეალური მიზანი დაემალათ, საუბრობდნენ, ვითომ შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ, თუმცა რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა იყო, რაც შემაშფოთებელია“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ.

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAD-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში რევოლუციას და მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებენ:

„რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ბუნებრივია, არავის არ ავარევინებთ. ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს..

11 წელია საქართველოში გვაქვს უწყვეტი მშვიდობა, მშვიდობის უწყვეტი ფაზა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის პირობებში ომი არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები