0 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვისი დაჭერით ემუქრება ქართული ოცნება კახიშვილს და რა ფულის დაბრუნებას შეპირდა დეპუტატი ხელისუფლებას?

“ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე დღის წინ, პარტიიდან წასვლა დააანონსა, რაც მისი თანაგუნდელებისთვის არც თუ ისე მოულოდნელი აღმოჩნდა.

უკვე დიდი ხანია, რაც ბევრმა იცის დეპუტატის სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, კახიშვილთან ერთად, მისი სიძე და მეგობარი, მიხეილ ბინიაშვილი არიან გარეული. 

საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, პროკურორი შოთაძე ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდა იმის თაობაზე, დაესაჯა თუ არა, კახიშვილი და მისი სავარაუდო დამფინანსებელი  ბინიაშვილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით მითვისების საქმესთან დაკავშირებით.

თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა კახიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ღია ეთერში ისაუბრა, ვითარება ოდნავ შეიცვალა. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ   საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ. 

დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა. 

 წყარო გვიყვება, რომ თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, რომლებიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ,  დეტალურად აღწერეს სავარაუდო კორუფციული სქემა და კონკრეტული გვარებიც დაასახელეს. 

საქმე, დიდი ალბათობით, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატამდე, კახი კახიშვილამდე მიდის.

მეტიც, ეს საქმე გახმაურებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც. 

ევროპელი პენსიონერები დღემდე ითხოვენ მათი სახელმწიფოსგან, მოხდეს ოფიციალური რეაგირება აღნიშნულ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით. 

ახლა საინტერესოა, სავარაუდო გარიგებაში მყოფ საქართველოს ხელისუფლებას, რა პასუხი ექნება ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან და როგორ იმართლებს თავს უცხოელ კოლეგებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...