0 1 : 2 8
 | 

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 27 და დაშავდა 2 500-ზე მეტი ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 27 და დაშავდა 2 500-ზე მეტი ადამიანი - ინფორმაციას BBC-ის ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ახლომდებარე შენობების მინები და ჩამოინგრა აივნები. ადგილობრივი მედია და უსაფრთხოების სამსახურები იუწყებიან, რომ აფეთქება ქალაქის საპორტო ნაწილში მოხდა, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები