0 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა"- ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს.

ბოლო ოთხი თვეა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და სამართალდამცველების აფეთქებას აპირებდა.

“პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის კვალი, მისი ანაბეჭდები არ ფიქსირდება წარმოდგენილ ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული.

უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა“ – აცხადებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილიდან ნამდვილად იქნა ამოღებული ხელყუმბარა, თუმცა მისი თქმით, იქ ის იმ ორი საათის განმავლობაში მიიტანეს და დადეს.

„წარმოდგენილი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ მას ხელში ეჭირა ტელეფონი ზუსტად 5 წუთის ინტერვალშია გასროლილი, რაც მან სმს შეტყობინება გააგზავნა“-აცხადებს კუბლაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...