2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამ მილიონიანი ქრთამის სკანდალი - რა ელის ეკა ბესელიას და ივანიშვილის მოსამართლე თოდუას?

ქართული ოცნების შიგნით დიდი სკანდალია. უკვე ჩანიშნულ ფრაქციის სხდომაზე, სავარაუდოდ, არსებული დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ნიშნულს მიაღწევს. 

საქმე ეხება დეპუტატ ეკა ბესელიასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებ მზია თოდუას მიერ ზაზა ოქუაშვილისაგან ქრთამის აღების შესაძლო ფაქტს - საქართველოს ბანკთან დაწყებული სასამართლო დავის მოგების სანაცვლოდ.

კერძოდ, მედიაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა საქმის სასამართლოში მოგვარების მიზნით, ქრთამის სახით, სადაო თანხის 10 პროცენტი გადაიხადა, რომელიც 30 მილიონიდან, სამი მილიონია.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ კი, რომელიც ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი და ქართუს ყოფილი იურისტია, ბესელიას წინაშე ვალდებულება აიღო რომ სასამართლო ზაზა ოქუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა და 30 მილიონიანი დავაც საქართველოს ბანკთან, ამით დასრულდებოდა. 

თუმცა, თოდუამ, რომელიც პარალელურად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეცაა, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო, რადგან ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა "სასამართლო დავების დამლაგებელ" მეორე - ზარდიაშვილის კლანისთვის, რომელმაც ამ ისტორიაში თავისი ინტერესიც დაინახა და "მოძრაობა დაიწყო". 

შესაბამისად, პროცესი გაიწელა და ოქუაშვილის ტრიუმფიც იგვიანებდა... 

ხოლო იმის გამო რომ ბესელიამ და ივანიშვილის მოსამართლე თოდუამ ოქუაშვილს პრობლემა ბოლომდე ვერ გადაუჭრეს, მან ქრთამის უკან დაბრუნება მოითხოვა. 

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა გაცემული თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო და ქრთამის უკან მიტანის პროცესი ფირზე ჩაიწერა (გაუჭირდებოდა). 

სწორედ აქ იწყება ის, რაც ეკა ბესელიას, შესაძლოა, თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს.
 
კერძოდ, ოქუაშვილმა, რომელიც ბესელიაზე მეუღლის, დეპუტატ ნატო ჩხეიძის მეშვეობით გავიდა, არსებული კომპრომატი სხვადასხვა პირებს, მათ შორის ივანიშვილის გარემოცვის წევრებს აჩვენა. 

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ: ომეგა ჯგუფის მფლობელი თავის გარემოცვასთან ამბობს რომ აქვს მტკიცებულება თუ როგორ იღებს ქრთამს ქართული ოცნების ერთერთი დამფუძნებელი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 

ეს სკანდალზე უფრო მეტია და ნათლად აჩვენებს ერთი მხრივ, მთელ სახელისუფლებო ვერტიკალში არსებულ მასშტაბურ კორუფციასა და მეორე მხრივ, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის შეუქცევად პროცესს.

წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება სასამართლოში სამართალი იპოვოს საქართველოს რიგითმა მოქალაქემ, როდესაც კორუფციაში არიან ჩაფლულნი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მმართველი პარტიის გავლენიანი პირები? 

როგორც ჩანს, ეს საფრთხე კარგად გააცნობიერა ქვეყანაში არსებული ყველა ინსტიტუციური უბედურების წყარომ, ბიძინა ივანიშვილმა და სწრაფი ტემპით დაიწყო ეკა ბესელიასაგან დისტანცირება. 

პარალელურად, სიტუაციის გამოსწორება სცადა ბესელიამ, გაიქცა ლონდონში და ბრიტანეთის მოქალაქე ოქუაშვილთან "დაალაგა", თუმცა, როგორც ჩანს, უკვე დაიგვიანა...  

"წლებია არსებობდა მოარული ხმები, რომ ქალბატონი ბესელია ჯერ კიდევ ლადო ჭანტურიას თავმჯდომარეობის პერიოდიდან, გარკვეულწილად აგვარებდა რაღაც საქმეებს უზენაეს სასამართლოში. 

ამჯერად კი, ამ ახალი მოგვარების დამადასტურებელი ფაქტი არსებობს: “ჩეთემ ჰაუსის” ამ წყაროს ინფორმაციით, ეკა ბესელიამ კომპრომატების “მასწერ სპორტა”-ს ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი “ომეგას” მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად.

თუმცა, ეს დავა ვერ მოგვარდა და ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება. 

ამ ყველაფრის ჩანაწერი კი, როგორც მითხრეს, ოქუაშვილს გაუკეთებია და ახალი გასროლით ემუქრება “ქოცნებას”.

ქართულ ოცნებასთან დაახლოვებული პირის, ექსპერტ გია აბაშიძის ამ სტატუსმა, სადაც საუბარია ქრთამზე, სასამართლოში საქმის ჩაწყობასა და ეკა ბესელიაზე, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 

ოლიგარქმა ბესელია საჯარო წერილით დაგმო, ხოლო ერთ დროს მისმა მეხოტბე დეპუტატმა, "განქოცების პროცესის" მიზეზად მოსამართლეების ცნობილი სია დაასახელა და ასე სცადა საზოგადოების წინაშე ტრანსფორმაცია. 

სინამდვილეში კი, ბესელიასა და ქართული ოცნების წევრებს შორის დაპირისპირება კლანური და კორუფციული ინტერესების გადაკვეთამ გამოიწვია. 

არანაირი ღირებულებები, პრინციპები და ხალხის წინაშე აღებული ვალდებულება - მხოლოდ პირადი და მერკანტილური ინტერესები.

ქართული ოცნების პირველი პირები ერთად თავს კარგად გრძნობენ მაშინ, როდესაც ერთობლივი კლანური და კირუფციული სურვილები აქვთ, ხოლო როდესაც გავლენებსა და ციფრებზე ვერ თანხმდებიან, სხვადასხვა, მათ შორის გამოგონილი მიზეზებით უპირისპირდებიან ერთმანეთს. 

P.S:
ქალბატონი ბესელია აცხადებს რომ არანაირი ქრთამი და კომპრომატები არ არსებობს. "არ მინდა ვიფიქრო რომ გია აბაშიძეს ამის დაწერა დაავალეს", - ამბობს იგი.

მედიას ემალება მზია თოდუა, ხოლო ზაზა ოქუაშვილი დუმს - ლონდონში და ჯერჯერობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები