2 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ერთ–ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილია - გიორგი კაპანაძე

  "ერთ–ერთი ვერსიით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილია"   - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი კაპანაძე წერს.

"ჩემი ინფორმაციით, ენმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება და მას მომავალ კვირაში წარადგენს პარტია.

გადაწყვეტილება მიღებულია ევროპულ საქართველოშიც - მათი საპ. კანდიდატი დავით ბაქრაძეა. ბაქრაძეს 21 ივლისს დაასახელებენ ოფიციალურად.

და ვინ იქნება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, რომლის წარდგენასაც აგვისტოში აპირებენ? 

ვერსიები ასეთია: სუბარი, ზურაბიშვილი, ბაქრაძე (ელჩი ამერიკაში) და ბ ი ძ ი ნ ა   ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი..." წერს გიორგი კაპანაძე

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება, მანამდე კი ქვეყანაში საარჩევნო პროცესისადმი აქტიური მზადება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები