0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„არტ-გენმა“ სუხიშვილების კონცერტს უმასპინძლა

ჩამოტვირთვა

დოლი და გარმონი, რიტმი და ცერები, ხანძარი ხანჯლებზე, ფორმები, ფერები, სცენა ბრძოლის ველი. გუშინ „სუხიშვილებმა“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ქართული ცეცხლი დაანთეს. ნაციონალური ბალეტის მოცეკვავეები, როგორც ყოველთვის, შეუდარებელები იყვნენ. ერთმანეთს ერწყმოდა დახვეწილი გემოვნება და მაღალი პროფესიონალიზმი. „სუხიშვილები“ მაყურებლის წინაშე როგორც ძველი, ასევე ახალი ცეკვებით წარსდგნენ. ეთნოგრაფიული მუზეუმი უკვე მერვე დღეა არტ-გენის ფესტივალს მასპინძლობს. 27 ივლისს ნინო ქათამაძეს უმასპინძლა, გუშინ კი სუხიშვილებს. ეთნოგრაფიულში მრავლად იყვნენ შეკრებილები ქართული ცეკვის მოყვარულები, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ფესტივალი დღეს ანსამბლ „ლაშარის“, „საგალობელის“, ლელა თათარაიძის, კვარტეტ „კესანეს“ და ფრანგი შემსრულებლების კონცერტით დაიხურება. ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები და წარმოდგენები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ფესტივალი „არტ-გენი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც ღიაა ყველა თაობისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები