ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
“ყველა გენიოსი მე ბოთლიდან გათავისუფლებული ჯინი მგონია, მართალია ზოგი უფრო დიდია, ზოგი პატარა, ზოგი უფრო სუსტი, ზოგი უფრო ძლიერი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბოთლიდან გათავისუფლების ბედნიერებას ყველა ერთნაირად განიცდის.....“ „უამრავი ნაკლის მიუხედავად, ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.“ „ძინავს მაგ ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ შენი ჭირიმე..“ ეს ის ადამიანია რომლის ნაწარმოებების წაკითხვისას ხან გვეცინება, ხან ცრემლები მოგვდის. წიგნის ბოლო გვერდი... ამთავრებ კითხვას, გადადებ წიგნს და გრძნობ.. გრძნობ, რომ გათბი... გრძნობ რომ იმაზე მეტი სიყვარული ისწავლე და დაინახე, ვიდრე მანამდე. დაინახე ის მზე, რომელიც ღრუბლიან ამინდშიც ანათებს, რომელსაც ბევრი შეიძლება ვერც ხედავდეს, მაგრამ ახლა მას მერე რაც ხატია გაიცანი, ხატიას მზეს ხედავ... დიახ ეს ნოდარ დუმბაძეა. კაცი, ალბათ, ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს ამ გენიაზე რაც თავად თქვა თავისი შემოქმედებით. რა ღვთის პირისაგან გადავარდნილი უნდა იყოს ის ქართველი, ვინც ერთხელ მაინც არ გაუცინებია დუმბაძის გმირებს –წიგნიდან, სცენიდან ან ეკრანიდან მაინც… ვინც ერთხელ მაინც არ გამთბარა მისი სტრიქონებით, ერთხელ მაინც, თუნდაც 5 წუთი არ გამხდარა კეთილი, ან 5 წუთით მაინც არ შეჰყვარებია სიცოცხლე. ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში, ქართულ ინტელიგენტურ ოჯახში დაიბადა. 9 წლისამ 30-იანი წლების რეპრესიების გამო დაკარგა მშობლები. მამა ვლადიმერ (აკაკი) დუმბაძე 1937 წელს დახვრიტეს, დედა ანა ბახტაძე გადაასახლეს. ობლად დარჩენილი ჯერ ხონში წაიყვანეს ბებია ივლიანე ფარცხალაძესთან, შემდეგ სოხუმში დეიდებმა, შემდეგ კი ბებია - ოლღა ხინთიბიძე და ბაბუა - ქიშვარდი დუმბაძე ზრდიდნენ მშობლიურ სოფელ ხიდისთავში. ჩოხატაურის საშუალო სკოლა 1945 წელს დაამთავრა და იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად თბილისში დაბრუნდა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1950 წელს დაქორწინდა ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტ ნანული გუგუნავა-დუმბაძეზე. წყვილის გაცნობისა და სიყვარულის ისტორია ასე დაიწყო: ერთ დღეს, ნოდარს თვალში მოხვდა პატარა ტანის, ძალიან ლამაზი გოგო. შავგვრემანი ბიჭის სითბოთი სავსე თვალები მას მისჩერებოდნენ... ეს იყო და ეს, ძალიან მალე ნანული გუგუნავა და ნოდარ დუმბაძე ერთმანეთს დაუახლოვდნენ. თავდაპირველად ნოდარს ნანულის მეგობარი მოსწონდა. ნანულიმ ეს იცოდა, მაგრამ ის გოგო რატომღაც თავს იკავებდა, ალბათ არ უნდოდა, რეპრესირებული მშობლების შვილისათვის დაეკავშირებინა თავისი მომავალი. მერე უნივერსიტეტში ხმა გავარდა, ნოდარს დაქორწინებაში ნანული უშლის ხელსო. ამან ძალიან გააბრაზა გოგონა, ნოდარი თავისთან სახლში იხმო და საყვედურებით აავსო. ამ წყვილის დიდი ტკივილი შვილის, ზაზას მოულოდნელი სიკვდილი იყო. 4 წლისას წითელა ბატონები შეხვდა, ექიმებს კი მუცლის ტიფი ეგონათ. მკურნალობა არასწორად წარიმართა, რასაც ტრაგედია მოჰყვა. „მე, ბებია ილიკო და ილარიონის” პრემიერას მარჯანიშვილის თეატრში ორივე, მამაჩემიც და დედაჩემიც შავებში ჩაცმული დაესწრნენ – ნახევარი წლის გარდაცვლილი ჰყავდათ ხუთი წლის ზაზა…“იხსენებს ნოდარ დუმბაძის ქალიშვილი. ნოდარის ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვა ცრემლი, დარდი და ტკივილი: ჯერ მშობლების დაპატიმრება, მამის დახვრეტა და დედის გადასახლება, დასთან დაშორება, ხან სოხუმში, დეიდებთან ყოფნა, ხან იმერეთში, დედულეთში, ხან მამის მშობლებთან, გურიაში. მერე შვილის სიკვდილი, მერე უდანაშაულოდ დაჭერა. მიუხედავად ამისა, არ გაბოროტებულა. პირველ რომანს სხვებიც მოჰყვა: "მე ვხედავ მზეს", მზიანი ღამე", მოგვიანებით კი "თეთრი ბაირაღები". 41 წლის იყო, ინფარქტი პირველად რომ დაემართა. ისე ცუდად იყო, მისი გადარჩენის იმედი, ნანულის გარდა, არავის ჰქონდა. ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა მწერალი: შეეძლო აღებული ხელფასი იმ დღესვე დაეხარჯა და შინ დიდი სუფრა გაეშალა მეგობრებისა და სტუმრებისათვის. გავიდა დრო და ახალი გასაჭირი დაუდგათ დუმბაძეებს - ახლა ნანული გახდა ავად, თავის საშინელი ტკივილები დაეწყო. ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამდნენ, ბოლოს ნოდარს მისი მოსკოვში წაყვანა ურჩიეს. მოსკოვში ნანულის თავის ქალა ახადეს... სასოწარკვეთილ ნოდარს ახლობლებთან წამოსცდენია: ნანულის თუ რამე მოუვიდა, მეც აღარ მინდა სიცოცხლეო. ეს უკვე მერამდენე გამოცდა იყო მის ცხოვრებაში. გარდაცვალების წინ ნოდარს მეუღლისთვის უთქვამს: გთხოვ, როცა მე აღარ ვიქნები, შინ მარტო არ დარჩეო. : "ყველაფერი შევუსრულე ნოდარს ამ ერთის გარდა. არ შემიძლია ის სახლი დავტოვო, სადაც ერთად ვცხოვრობდით, სიხარულიც ერთად გაგვიზიარებია და ცრემლიც მრავლად დაგვდენია. ასე მგონია, ნოდარი ისევ აქაა. ყოველდღე ჩამოვუვლი ხოლმე მის ფოტოებს და დიდხანს, დიდხანს ველაპარაკები..." - უთქვამს საყვარელი მეუღლის გარეშე დარჩენილ ქვრივს. „საიქიოს ერთი კარი აქვს მამაო და სწორედ ის კარი გვაბარია ექიმებს. ჯოჯოხეთი და სამოთხე, ეს უკვე ქვეგანყოფილებებია და სად გაგანაწილებს მაცხოვარი, მისი საქმეა.“ - ამბობდა ქართველი მწერალი, მწერალი რომელიც ქართველი ხალხის დიდი სიყვარულით წავიდა ამ ქვეყნიდან. 1984 წლის 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძე გარდაიცვალა. „ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, . უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით... დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით. . . მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე . . . მზე, სიცოცხლე ჩემი დამიბრუნეთ, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, დამიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ. . .“
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
„კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....
71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პენცენტრი აქვეყნებს. „პოეტი და პერფორმერი, საქართველოს პენცენტრის წევრი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს...
სოციალურ ქსელში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ლუკმა-პურის მისაღებად დახმარებას ხან ქუჩაში, ხანაც ფეისბუქზე თ...
მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...
მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე და...
რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მეუღლე სვეტლანა შერბატიუკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სვეტლანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნულ ინფო...
დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კო...
ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბრიტანული გამოცემის The Guardian 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. „ცეკვის სცენები ძალიან დამაკმაყოფილებელია - მათი ყურე...
იდეის ავტორი: სოფო ბედია მუსიკა: კაკი ბოლქვაძე ტექსტი: ნანა ცინცაძე
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავს ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა....
ლონდონში გამართულ BAFTA-ს დაჯილდოების 73-ე ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისორად სემ მენდესი, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „1917“ აღიარეს. ფილმმა საბოლოო ჯამში 7 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები