1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ლალი მოროშკინა ვირტუალური სექსის წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის, მსოფლიო ჩემპიონისა და უსექსობის შემდეგ, ლალი მოროშკინა საზოგადოებას ინტერნეტ ვნებებსა და მამაკაცის სურნელზე ესაუბრება. გუშინ საღამოს ლალიმ თავისი 2 ახალ წიგნის, „პუაზონი სკაიპით“ და „მამაკაცის სურნელი“, პრეზენტაცია გამართა. „პუაზონი სკაიპით“ ლალი მოროშკინამ უჩა ზაქაშვილთან ერთად დაწერა. ავტორთა განმარტებით, წიგნი ინტერნეტურთიერთობების წინააღმდეგ გამართულ აქციად შეიძლება ჩაითვალოს. „პუაზონი სკაიპით“ მოროშკინამ და ზაქაშვილმა რეალური ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ გამოსცეს. ექპერიმენტის არსი კი შემდეგში მდგომარეობდა, სკაიპის საშუალებით ლალი მოროშკინამ ათამდე უცნობ მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და სცადა გაერკვია, როგორ ერთობა თანამედროვე საზოგადოება სოციალური ქსელის საშუალებით. რაც შეეხება მეორე წიგნს, „მამაკაცის სურნელი“, რომლის თანაავტორიც ახალგაზრდა მსახიობი, ლაშა ჯუხარაშვილია, ის სიყვარულში ასაკობრივ სხვაობაზე მოგვითხრობს. პრეზენტაციამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოროშკინასა და ჯუხარაშვილს საქმიან ურთიერთობასთან ერთად, სიყვარულიც აკავშირებდათ, თუმცა ეს ლალის მორიგი ექსპერიმენტი აღმოჩნდა. როგორც პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მის ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი არსებობს და ეს მისი ყოფილი მეუღლეა, რომელმაც მოროშკინას ახალი წიგნების გრანდიოზული პრეზენტაცია დააფინანსა. რაც შეეხება ლაშა ჯუხარაშვილს, ლალისთან სასიყვარულო ურთიერთობასთან დაკავშირებით ის კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს. ლალის სტუდენტებმა პრეზენტაციაზე საცეკვაო და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. გაიჭრა უზარმაზარი ტორტებიც, ასევე გაიმართა ნახატების, სამკაულების, კოსმეტიკური საშუალებებისა და სხვადასხვა აქსესუარების გამოფენებიც. წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი ღონისძიების ბოლოს მომგებიანი გათამაშების გამარჯვებულებს საჩუქრად გადასცეს. თბილისის ზღვის კლუბში გამართული პრეზენტაციის სტუმრებს შორის, ახალგაზრდა თაობა სჭარბობდა. მრავლად იყვნენ ლალის მეგობრები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ალკოჰოლმოკიდებულმა ახალგაზრდებმა საცეკვაო მოედანი დაიკავეს, თავად ლალი კი, სავარაუდოდ, უკვე მომდევნო წიგნის თემაზე ფიქრობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები