0 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ბათუმი ჭადრაკის მსოფლიოჩემპიონატს უმასპინძლებს

ჩამოტვირთვა

სოფომ და სალომემ სასიამოვნოს სასარგებლოსთან შეთავსება უკვე ისწავლეს. სუფთა ჰაერზე, ესტეთიურ გარემოში ჭადრაკს თამაშობენ და ქალთა გრანდიოზული ინტელექტუალური შერკინებისთვის ემზადებიან. ზუსტად ორ დღეში 30 მაისს ბათუმში სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში ქალთა შორის მსოფლიოჩემპიონატი იწყება, სადაც ქართული ნაკრები 17 კაციანი შემადგენლობით იასპარეზებს. მსოფლიოჩემპიონატი ოქროს საწმისის ქვეყანაში – ამ სახელწოდების მასშტაბური საჭადრაკო ღონისძიება 30 მაისს დაიწყება და 6 ივნისამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჭადრაკის მსოფლიოჩემპიონატი ბოლოს, 24 წლის წინ გაიმართა. ჩემპიონატში მრავალი ქვეყნის 51 უძლიერესი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ქართული გუნდის შემადგელობაში, როგორც ახალგაზრდები, ასევე ისეთი კორიფეები იასპარეზებენ, როგორნიც არიან მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი და ნინო გურიელი. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს „აიტივის“ გამარჯვებულთა პრიზებიც აჩვენა. გიორგი გიორგაძე დარწმუნებულია, რომ ქართველი სპორტსმენები პრიზებს არავის დაუთმობენ. რაც უფრო მცირე დრო რჩება მსოფლიოჩემპიონატის დაწყებამდე, ჭადრაკის სამყაროში მღელვარება მით მეტად მატულობს. ქართველი გულშემატკივრები კი, ალბათ ამჯერად კიდევ ერთხელ ვნახავთ, რა შეუძლია ჩვენს უძლეველი ნაკრებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები