2 2 : 1 1
 | 

სპორტი

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის  შესარჩევი ეტაპის მატჩების ბილეთების ონლაინ  გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 5, 10 და  15  ლარია, რომლის შეძენა  გულშემატკივარს www.tkt.ge-ზე შეუძლია. შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ეროვნული ნაკრები შესარჩევ ეტაპზე სამ საშინაო შეხვედრას გამართავს. 31 აგვისტოს ალბანეთთან, 7 სექტემბერს მონტენეგროსთან, ხოლო 14 სექტემბერს - სლოვაკეთის ნაკრებთან. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებს 26 მაისის მოედანზე მდებარე თბილისის  სპორტის სასახლე უმასპინძლებს.  ყველა შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები