0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

“დინამოს” მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალექს გარსიას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სპორტული გაზეთი "ლელო" იუწყება. სტატიაში ნათქვამია, რომ მწვრთნელის გათავისუფლება ესპანეთში, მარბელას ამხანაგურ ტურნირზე "იანგ ბოისთან" გამართული საკონტროლო მატჩის (1:3) წაგების შემდეგ გადაწყდა. "ლელო"-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ "დინამოს" თავკაცობა "დინამო 2"-ის მწვრთნელ გიორგი დევდარიანს შესთავაზეს. ესპანელი ალექს გარსიას გათავისუფლების შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. "დინამოს" პიარმენეჯერის, ლაშა დვალიშვილის განცხადებით, კლუბის გადაწყვეტილებებს საზოგადოებას დღეს გააცნობენ. "ლელო" წერს, რომ შესაძლოა, "დინამოში" სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოხდეს. მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომელიმე მაღალ პოზიციაზე, სავარაუდოდ გენერალურ დირექტორად "დინამო არენას" დირექტორი სანდრო შახოვი დაინიშნოს, რათა კლუბის საკუთრებაში თუ იჯარაში არსებული ობიექტები ერთიან მართვაში მოექცეს. მორიგი ცვლილება კი ზურაბ პოლოლიკაშვილს შეეხება - ის გენერალური დირექტორის ნაცვლად, სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტი გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები