0 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ინციდენტი ჰოლანდიის თასის გათამაშებაზე

ჩამოტვირთვა

ინციდენტი მოხდა ჰოლანდიის თასის გათამაშებაზე. ამსტერდამ არენაზე „აიაქსი“-„ალკმაარის“ შეხვედრა გულშემატკივარსა და სტუმარი გუნდის მეკარეს შორის მომხდარი ჩხუბის გამო შეწყდა. 36-ე წუთზე „აიაქსის“ გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და „ალკმაარის“ წევრ ესტებან ალვარადოზე თავდასხმას გეგმავდა. მეკარემ ნასვამი ქომაგისგან თავდაცვის მომენტში გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ეპიზოდში „ალკმაარის“ წევრმა მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა საფეხბურთო ხულიგანს კი მოედანი დაატოვებინეს. სტუმარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამ ინციდენტის შემდეგ „ალკმაარს“ თამაშის გაგრძელების უფლება არ მისცა და კლუბმა მოედანი დატოვა. ამ ეპიზოდამდე „აიაქსი“ „ალკმაარს“ 1:0 ამარცხებდა. ჯერჯერობით უცნობია გადათამაშდება თუ არა ჰოლანდიის თასის შეხვედრა. ინციდენტის მონაწილე 19 წლის გულშემატკივარი ამსტერდამის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები