0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

მორიგი სკანდალი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის გარშემო

ჩამოტვირთვა

მორიგი სკანდალია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის გარშემო. ფიფას მმართველ ზეპ ბლატერს ინგლისის სპორტის მინისტრი ჰიუ რობერტსონი და ქვეყნის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე გორდონ ტეილორი რასისტული მოწოდებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. 75 წლის შვეიცარიელი ლუის სუარესსა და პატრიკ ევრას შორის მომხდარ რასისტულ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეხბურთში რასიზმი არ არსებობს. ბლატერის განცხადებამ საფეხბურთო სამყაროს აღშფოთება გამოიწვია. მსოფლიო მედიის საშუალებებით სხვადასხვა ქვეყნის ვეტერანი ფეხბურთელები ბლატერს თანამდებობის დატოვებას მოუწოდებენ. ზეპ ბლატერი ფიფას პრეზიდენტის თანამდებობაზე 1998 წლიდან მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები