0 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ფუტსალში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება

ჩამოტვირთვა

საქართველოს ფუტსალის ასოციაცია „ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხე გათამაშებას იწყებს. სამოყვარულო ჩემპიონატი 20 ნოემბერს დაიწყება და 2012 წლის მაისამდე გასტანს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციების და უმაღლესი სასწავლებლების დაწესებულებების გუნდები. ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმარტება – რეგულარული ჩემპიონატისა და „პლეი ოფის“ სახით. როგორც ტურნირის დირექტორი, ასევე ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამგვარი ღონისძიებები არა მხოლოდ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობს ხელს, არამედ, სამოყვარულო ტურნირებიდან მონაწილეებს დიდ სპორტში გადასვლის რეალური შანსი ეძლევათ. მატჩები სპორტკომპლექს „არენაში“, ყოფილ არმიის სპორტულ კომპლექსში ჩატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები