1 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი გოგონა კინგ–ბოქსის მსოფლიო ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდა

ჩამოტვირთვა

ქართველი კინგ–ბოქსელი გოგონა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. 19 წლის თეონა ლავრელაშვილი თბილისში გუშინ დაბრუნდა, 22–23 ოქტომბერს მაკედონიის ქალაქ სკოპ–ჯეში ჩატარებულ ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა უძლიერეს ფალავნებს, მათ შორის, მსოფლიოს მრავალგზის ყოფილ ჩემპიონებს სძლია. თეონას მწვრთნელი შედეგით კმაყოფილია, თუმცა, გოჩა ჯავახია ფიქრობს, რომ თეონას უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს და დარწმუნებულია, რომ შემდეგ ჩემპიონატზე გოგონა კინგ–ბოქსის მსოფლიო ჩემპიონი გახდება. მაკედონიიდან ჩამოსვლის შემდეგ, მოლოცვები და ოვაციები არ წყდება, თუმცა პატარა ძალოსანი თავისი წარმატებით ჯერ კიდევ არ არის კმაყოფილი და დიდი მწვერვალების დაპყრობას გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები