0 1 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საკალათბურთო ლიგის თამაშები "აფხაზეთის ხმის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა

ჩამოტვირთვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ყველა მატჩს ცენტრალურის გარდა ახალი სეზონიდან ტელეკომპანია აფხაზეთის ხმა პირდაპირ ეთერში გადასცემს. შესაბამისი ხელშეკრულება სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროში ვარძელაშვილის უწყებასა და ტელეკომპანიას შორის დღეს გაფორმდა.„აფხაზეთის ხმა“ მომავალი წლიდან რაგბის, ჭიდაობისა და ძიუდოს შიდაპირველობებისა და საერთაშორისო ტურნირების ტრანსლაციასაც გეგმავს. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის, განცხადებით, მასმედიის აქტიურობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციას, რაც ქართველი სპორტსმენებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. დღესვე სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს აქტიური გულშემატკივრობისკენ. 8 ნოემბერს სპორტის სასახლეში „არმია“ ევროჩელენჯის ტურნირზე მატჩს გამართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები