2 0 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

24 წლის სპორტსმენი მოტორბოლაში დაიღუპა

ჩამოტვირთვა

მოტორბოლაში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპის გრანპრიმალაიიზიის მსვლელობისას 24 წლის იტალიელი სპორტსმენი დაიღუპა. დაღუპულმა მარკო სიმონჩელიმ რბოლის მეოთხე წუთზე მოტოციკლის საჭე ვერ დაიმორჩილა და წაიქცა, რის შემდეგაც მას სხვა მოტოციკლები დაეჯახნენ. ფატალური შედეგის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ავარიისას სიმონჩელის ჩაფხუტი მოსძვრა. მოტომბრბოლელი საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მარკო სიმონჩელი 250სისი კლასის 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონი იყო, 2010 წლიდან კი ჰონდას გუნდის სახელით ასპარეზობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები