2 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

21-ე საკალათბურთო სუპერლიგა

ჩამოტვირთვა

დღეს თბილისის სპორტის სასახლეში რიგით 21-ე საკალათბურთო სუპერლიგის 1-ელი წრის 1-ელი ტურის შეხვედრები გაიმართა. წლევანდელი სეზონის 1-ელი ტურის პირველ მატჩში ერთმანეთს შსს და ,,ბათუმი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ კი მატჩის პირველი ნახევარი შსს-ს 1-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 44:43 დასრულდა. მომდევნო დაპირისპირება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდებს შორის შედგა., ამ უკანასკნელს თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა ხელიდან მატჩის ბოლომდე არ გაუშვია, ყველა მეოთხედში იმარჯვეს და საბოლოოდ ,,მედიკოსები” 104:75 დაამარცხდნენ. ,,ტექნიკოსთა” რიგებში 17 ქულით ტატო ჩაჩიბაია გამოირჩა, ხოლო თსსუ-ს რიგებში საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა. ჩემპიონატში სულ თერთმეტი გუნდი მონაწილეობს საკალათბურთო ლიგის მატჩებს სპორტის სასახლე მასპინძლობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები