0 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებები, ევროპის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე შეხვდებიან. როგორც ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული გუნდი ქვეჯგუფში მეოთხე ადგილს დაიკავებს და მომავალი შესარჩევი ციკლისათვის უკეთეს პოზიციას მიიღებს. საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში 9 მატჩი გამართა და 10 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, ბერძნებთან გამარჯვების შემთხვევაში კი, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლებს. დღევანდელი თამაში რიგით მეასე სანაკრებო მატჩი იქნება ლევან კობიაშვილისთვის. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც ნაკრებში მეასე თამაშს ითამაშებს. კობიაშვილი დღესვე უეფას სპეციალურ სიგელს მიიღებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები