0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველომ რუმინეთი 25:9 დაამარცხა

ჩამოტვირთვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის მსოფლიო თასის მატჩში რუმინეთს დაუპირისპირდა და 25:9 დაამარცხა. რიჩი დიქსონის მორაგბეებმა პირველი ტაიმი 12:6 მოიგეს, მატჩის მეორე ნახევრიდან კი კიდევ უფრო მძლავრად ითამაშეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის ერთადერთი ლელო 57-ე წუთზე მამუკა გორგოძემ გაიტანა. რუმინელები მსოფლიოს თასს დაემშვიდობნენ. საქართველოს ნაკრები მზადებას პალმერსტონში განაგრძობს და 2 ოქტომბერს არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. 2 ოქტომბრის დაპირისპირება თბილისის დროით დილის 04:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები