2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

თბილისში ხვალ უეფას ფუტზალის თასის გათამაშება დაიწყება

ჩამოტვირთვა

თბილისი „უეფას ფუსტალის თასის“ ძირითადი ეტაპის გათამაშების მასპინძლობისთვის ემზადება. ტურნირი 27 სექტემბერს დაიწყება და სამ დღეს გასტანს. მასში მონაწილეობას ისეთი ძლიერი გუნდები მიიღებენ, როგორებისცაა სლოვაკეთის „სლოვმატიკი“, ბელორუსიის „მაპიდი“, შევეიცარიის „ჟენევა“ და საქართველოს „იბერია–სტარი“. ტურნირის ორგანიზატორთა განცხადებით, ბრაზილიელი ლეგიონერებით გაძლიერებული თბილისური „იბერია–სტარი“ „უეფას ფუტსალის თასის“ „ელიტ რაუნდში“ გასასვლელად იბრძოლებს, იქ კი ძირითად ეტაპზე ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი გავა. მატჩები სპორტის სასახლეში გაიმართება. ქართველ გულშემატკივარს მათზე უფასოდ დასწრების საშუალება ექნება. „იბერია სტარი“ ერთადერი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ყველა გათამაშებაში მონაწილეობდა, თუმცა ქართული გუნდი სამშობლოში პირველად ითამაშებს. „აიტივი“ ტურნირამდე ერთი დღით ადრე „იბერია სტარის“ მწვრთნელსა და სრულ შემადგელობას შეხვდა. კლუბში ოპტიმისტური განწყობაა - მთელი შემადგენლობა პირველობისთვის ემზადება. ფეხბურთის სპეციალისტები მარალი რანგის შეჯიბრის თბილისში ჩატარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. რაც შეეხება „იბერია სტარს“, ქართულ გუნდს უეფას რეიტინგში მერვე ადგილი უჭირავს. ფეხბურთელებიც თვითდაჯერებულნი არიან, თუმცა იმედია ქართველი გულშემატკივარი სპორტის სასახლეში მივა და სპორტსმენებს სტიმულს მისცემს. „უეფას ფუტსალის თასის“ ძირითადი ეტაპის გათამაშება 30 სექტემბრამდე გასტანს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები