2 1 : 1 0
 | 

კულტურა

არისტოტელ ონასისი და მარია კალასი: მგზნებარე სიყვარული და დამცირება

   თავიდან მსოფლიო უბრალოდ  სკანდალმა მოიცვა. ერთ-ერთი მათგანი დივებს შორის,  ოპერის ღვთაება, ასწლეულის ხმა, მარია კალასი, მეორე კი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი არისტოტელე ონასისი ერთმანეთს საჯაროდ სიყვარულში ეფიცებოდნენ..

  მილიარდერი არისტოტელ ონასისი, საბერძნეთის გემთმფლობელი და საკულტო პიროვნება მხოლოდ ელიტის წარმომადგენლებთან კონტაქტობდა.. ის ყველასთვის სასურველი სტუმარი იყო . ირგვლივ ყოველთვის ლამაზი ქალბატონებით იყო გარემოცული , რომელთაც ხშირად ის საკუთარი მიზნებისთვისაც იყენებდა. 

ნამდვილი სიყვარული მილიარდერთან 1959 წელს მოვიდა, როცა მან მარია კალასი გაიცნო, ახალგაზრდა, ლამაზი საოპერო მომღერალი , რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა

 მარია კალასი ნიუ-იორკში დაიბადა, სადაც ბერძენი ბიზნესმენის გეორგეს კალოგეროპულოსის ოჯახი ათენიდან ბედნიერების საძიებლად გადავიდა. ვაჟის დაღუპვის შემდეგ დედას ძალიან უნდოდა, ბიჭი გაეჩინა და ახალდაბადებულ ქალიშვილს ზედ არც კი უყურებდა. მარია მიტოვებული ბავშვივით იზრდებოდა და მხოლოდ ვუნდერკინდის უეცარმა დიდებამ, ზარივით ხმამ და აბსოლუტურმა სმენამ  შეარიგა დედასთან.

   კალასი გათხოვდა მდიდარ იტალიელ მრეწველზე, ჯოვანი ბატისტაზე, რომელსაც ძალიან უყვარდა მომღერალი , ბატისტამ  კალასის საოპერო კარიერის გამო, საკუთარი ბიზნესიც კი გაყიდა..

   თუმცა მაინც, მარია ბატისტათი უკმაყოფილო იყო.. როგორც მოგვიანებით იხსენებს: “როდესაც შევხვდი არისტოს, რომელიც სავსე იყო სიცოცხლით, სულ სხვა ქალი გავხდი”, აღიარა მარიამ. ამასთანავე, ონასისს მილიარდები ჰქონდა, ბატისტას კი მილიონები. ონასისი ფულს ქარაფშუტულად ხარჯავდა, ბატისტა კი ძუნწობდა. ვის შეეძლო, მოეწყო მდიდრული საღამო მის პატივსაცემად ლონდონში ცნობილ დორჩესტერის ოტელში და მთელი სასტუმრო ვარდებით გაევსო? ბატისტას? არასოდეს!

   კალასმა ქმარი მიატოვა და პარიზში ონასისთან ახლოს გადავიდა. უფრო მეტიც, სიყვარულისგან დაბრმავებული საოპერო დივა სცენიდანაც კი წავიდა..

   1968 წლის ოქტომბერში არისტოტელე ონასისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ქვრივზე,  ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა. ამ დღის შემდეგ, მარია  ჩვეულებრივი ტრავმირებული და გაუბედურებული ქალი გახდა.. საკუთარი თავი კარიერას შესწირა, კარიერა - სიყვარულს, სიყვარული კი, თურმე, არც არსებულა.…

    არისტოტელე ონასისს ბედი მორიგ უბედურებას უმზადებდა.. მას გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟი- ალექსანდრე ონასისი.. ტრაგედიის შემდეგ, ერთ საღამოს მარია და არისტოტელე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მილიარდერმა შვება სწორედ მარიას მკლავებში იპოვა. 43 წლის ასაკში კალასი დაფეხმძიმდა, თუმცა არისტოტელემ მას უფლება არ მისცა, რმ შვილი  გაეჩინა

   არისტოტელე 1975 წლის 15 მარტს , საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას გვერდით კვლავ მარია კალასი ჰყავდა .    2 წლის შემდეგ მარიაც გარდაიცვალა, რომელსაც ერთადერთი სურვილი ჰქონდა - მისი ფერფლი ჩაეშვათ ზღვაში სკორპიოსთან სიყვარულის ბერძნულ კუნძულთან, რომელზეც დაკრძალული იყო მისი არისტოტელე.

 

                           თარგმნა: სუზი მკრტიჩიანმა  http://www.kulturologia.ru/blogs-ს მიხედვით 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები