1 7 : 0 3
 | 

საზოგადოება

რა იყო ფაბრიკაცია და რა არის რეალობა...

ჩამოტვირთვა

რამდენიმე საათის წინ, სააგენტოებმა post tv და მარშალპრესმა სოციალურ ქსელში, ზაალ უდუმაშვილის შესახებ  რეპუტაციის შემლახველი ვიდეო-კადრები გაავრცელა. თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ვიდეო, უბრალოდ, დამონტაჟებული ფაბრიკაციაა. 

რამიშვილის მიერ დამონტაჟებულ ვიდეოში ისე ჩანს თითქოს ზალიკო უდუმაშვილი რუსთავი ორის ჟურნალისტს, მარიამ გაფრინდაშვილს ასე მიმართავს: "შეეთრიე გოგო შიგნით".

დამონტაჟებული ვიდეო-კადრები, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შალვა რამიშვილმაც გააზიარა და მისი ონლაინ მეგობრები, კიდევ ერთხელ შეიყვანა შეცდომაში. 

ჩვენ გთავაზობთ ორივე მასალას, საიდანაც რთული მისახვედრი არ იქნება, თუ რომელი იყი ფაბრიკაცია და რომელია რეალური... 

აღსანიშნავია რომ მას შემდეგ, რაც ფაბრიკაციის საპასუხოდ, რეალური ვიდეო-კადრები გავრცელდა, შალვა რამიშვილი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები