1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროფკავშირები: AVTANDIL-მა კონსულტანტი ჩაცმულობისთვის გაუშვა - დასაქმებული სამსახურში შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სამსახურში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ "ნუღარ დაბრუნდებოდა"

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, მაღაზია AVTANDIL-მა კონსულტანტი სამსახურიდან ჩაცმულობის გამო გაათავისუფლა. კომპანიაში უარყოფენ, რომ ის უშუალოდ ჩაცმულობის გამო გაუშვეს, თუმცა ადასტურებენ, რომ სასამართლოში ეს ფრაზა თქვეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანიას სასამართლოში უჩივლეს - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მათივე ცნობით, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.

"შპს ავთანდილ ცქვიტინიძეში კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმებული მიიჩნევდა, რომ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა. როგორც აღმოჩნდა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა თავად განმარტა, რომ მისი ჩაცმულობთ იყვნენ უკმაყოფილოები და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს მისი სამუშაოზე დაბრუნება", - აცხადებენ პროფკავშირებში.

მათი ინფორმაციით, დასაქმებული სამსახურში შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სამსახურში დარეკა, სადაც უთხრეს, რომ "ნუღარ დაბრუნდებოდა".

"დასაქმებულმა სამსახურში შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც სასწრაფო გამოიძახეს. აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სამსახურში დარეკა, თუმცა, დამსაქმებელმა ზეპირსიტყვიერად გამოუცხადა, რომ "მისთვის აღნიშნული ქცევა იყო მიუღებელი" და ნუღარ დაბრუნდებოდა, თუმცა, კონკრეტულად რა საფუძვლით ათავისუფლებდა, არ განუმარტავს.

დამსაქმებლის სიტყვებმა, რომ "აღნიშნული ქცევა მიუღებელი" იყო, მით უმეტეს, რომ ვერ ხვდებოდა, რა ქცევაზე იყო საუბარი, კონსულტანტი გააოგნა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა საკუთარი უფლებების დაცვა. ის ხვდებოდა, რომ მისი შრომითი უფლებები არამხოლოდ ახლა, არამედ, მუშაობის პერიოდშიც ირღვეოდა. ამის მიზეზი კი ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მუშაობა იყო", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, კონსულტანტი ამტკიცებს, რომ დამსაქმებელს მასთან არც წერილობით ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიუღია დამსაქმებლისგან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურება, როგორც ამას კანონი ადგენს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მგალობლიშვილი პუბლიკასთანკონსულტანტის ჩაცმულობის გამო გათავისუფლებას "აბსურდს" უწოდებს, თუმცა ადასტურებს, რომ ეს ფრაზა სასამართლოზე ნამდვილად თქვეს.

"სექტემბრის ბოლოს ის გააფრთხილეს, რომ ორი თვის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა სამსახური და პირველი დეკემბრიდან თავისუფლდებოდა. ამის შემდეგ ორი თვე არ იარა სამსახურში. გათავისუფლების მიზეზი იყო მისი უდისციპლინობა, ბევრი გაცდენა, იყო კონფლიქტური თანამშრომლებთან მიმართებაში და თვითონ მაღაზიის თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ეს სათაოს პრეროგატივა არ არის.

ასევე, რაღაცნაირად ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და დილის ცვლა როცა იყო, მოდიოდა და ეძინა სამსახურში, რის გამოც სხვებს უწევდათ მის მაგივრად შრომა ყოველთვის. მაღაზიის მენეჯერმა მიიღო გადაწყვეტილება და შეგვითანხმა ჩვენ", - პუბლიკას ცნობით, ამბობს მგალობლიშვილი.

რაც შეეხება სასამართლოზე ნათქვამ ფრაზას, იგი ასე განმარტავს:

"კი, [ჩაცმულობაზე] ითქვა ეგ ფრაზა, რომ მისი სიშიშვლე არ შეესაბამებოდა ჩვენს კომპანიას, მაგრამ ჩაცმულობა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. ჩვენი კონსულტანტები აბსოლუტურად თავისუფლები არიან ჩაცმულობაში", - თქვა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...