1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში ჩავა

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილს სტიქიის ზონაში ერთ საათში ელოდებიან.

გიორგი აბაშიშვილი ამ დროისთვის უკვე სტიქიის ზონაში იმყოფება.

აბაშიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი სრულად იყო ჩართული პროცესებში, ის საგანგებო შტაბის მეშვეობით დეტალურად იღებდა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოსცა განკარგულება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ.

ამ დროისთვის ჯარის გამოყენება ატენის ხეობაში ხდება, როგორც აბაშიშვილი განმარტავს, ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების ჩართვის აუცილებლობა ბორჯომის ხეობაში არ დგას.

„გამოიცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალები გამოყენებულია მხოლოდ ატენის ხეობაში. აქ ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით საჭიროება არ დგას შეიარაღებული ძალების გამოყენების, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები