2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რომან გოცირიძე „MTV“-ის ეთერში ბიონსესთან ერთად - ეკონომისტის ცნობილი სელფი მსოფლიო ჰიტად იქცა

ჩამოტვირთვა

   „MTV ავსტრალიამ“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც საუბარია ჯეი ზისა და ბიონსეს ტყუპების დაბადების შესახებ.  წამყვანი კი ამბობს, რომ  მამებისთვის ძალიან რთულია „ინსტაგრამზე“ ყოფნა. მათ სურთ იმდენი ლაიქი, რამდენის მოპოვებასაც შეძლებენ. სწორედ ამ დროს ეკრანზე ჩნდება რომან გოცირიძის ცნობილი სელფი, რომლის გადაღებასაც ის პარლამენტში ცდილობდა.

ამ ვიდეოს თავად პარლამენტარიც გამოეხმაურა და დაწერა:

„ისეთი ამბები ხდება, რომელიც არ ღირსებია საქართველის პარლამენტს. მსოფლიოს ყველა დიდმა საიტმა ხომ გაავრცელა და მილიონობით ნახვა აქვს, აგერ ავსტრალიის MTV-შიც მოვხვდი ბიონსესა და ჯეი-ზის ამბის შემდეგ.

ამათ კიდევ ეგონათ, რომ შავ პიარს მიგორებდნენ:)))“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები