0 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან 20 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

ჯგუფ ბირჟა მაფიას რეპერი გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ის წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მუსიკოსი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც გათავისუფლდა. ის პოლიციამ გიორგი ქებურიასთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, თუმცა რეპერები აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული კლიპის გამო დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები