ჟურნალისტი: შეხვდებით პრეზიდენტ სი ძინპინსა და პუტინს ომის დასრულების განსახილველად, ისე, რომ იქ არ იყოს პრეზიდენტი ზელენსკი?
ტრამპი: მე შევხვდებოდი იმისთვის, რომ გავაკეთებდი ნებისმიერ რამეს რაც შემიძლია, ამ ომის დასასრულებლად, მიუხედავად იმისა, იქნება იქ კონკრეტული ვიღაც თუ არა. მათ სურთ შეხვედრა, ჩემი შეთავაზებით, ნოემბერში ჩინეთში ვიქნები ბირთვულ განიარაღებაზე სასაუბროდ და თუ ეს გამომივა მსოფლიოსთვის ძალიან დიდი საქმე მექნება გაწეული.
ჟურნალისტი: პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ისტორიის არასწორ მხარეს ხართ.
ტრამპი: ეს ზელენსკიმ თქვა? ზელენსკიმ არ იცის, რაზე საუბრობს.